Saturday, April 17, 2010



პროექტის სახელი: "საკვები დანამატები უსაფრთხოა ჯანმრთელობისათვის?"
1. პროექტის მიზანი შესაძლებელია თუ არა ადამიანმა აკონტროლოს და მინიმუმამდე დაიყვანოს პროდუქტების მოხმარება, რომელი შეიცავს ჯანმრთელობისათვის მავნე საკვებ დანამატებს?
2. პროექტის მოკლე აღწერა: საკვები დანამატები, მათი შემადგენლობა, კლასიფიკაცია და ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე: ა) რას წარმოადგენს კვებითი დანამატები:მათი დასახელება, კლასიფიკაცია და დანიშნულება.
ბ) უმეტესად რომელი პროდუქტის წარმოებაში ხდება მათი გამოყენება?
გ) რომელი ქვეყნებიდან ხდება იმპორტირება პროდუქტებისა, რომელიც შეიცავს ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველ დანამატებს?
დ) შესაძლებელია თუ არა მომხმარებელმა პროდუქტის ფასის და სარეალიზაციო ობიექტის (სუპერმარკეტი თუ ბაზრობა) გათვალისწინებით თავი აარიდოს ასეთი პროდუქტების შეძენას?
ე) უნდა გახდეს თუ არა საქართველო ქვეყანა, სადაც იკრძალება ჯანმრთელობისათვის მავნე დანამატების შემცველი საკვები პროდუქტების იმპორტირება?  
3. პროექტის სრული აღწერა:  პროექტში მონაწილეჯგუფები მუშაობენ საკითხებზე: რას  4.  მონაწილეთა ასაკი: 14-16წელი (X-XIკლასი)                                                                              5. ვადები/ხანგრძლივობა:  არჩეული თემიდან გამომდინარე (1 კვირა-1თვე)
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დამატებითი ლიტერატურის მოძიება და ლიტერატურაზე მუშაობა, ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში, სხვადასხვა გზით წარმოდგენილი ინფიორმაციის ანალიზი.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: პროექტზე მუშაობას შეუძლია სწრაფად განუვითაროს მოსწავლეს არაერთი უნარი: დაამყაროს უშუალო კავშირი გარე სამყაროს ფაქტებთან და მოვლენებთან, დაგეგმოს საკუთარი მოქმედებები და დრო, აკონტროლოს საკუთარი სწავლა, დაამყაროს კონტაქტი სხვადასხვა ადამიანთან, მიიღოს საკუთარი კვლევის შედეგების სხვისთვის გაცნობის პრაქტიკა, გამოცდილება.
8. სარგებელი სხვებისთვის: ყველა დაინტერესებული პირი, რომელიც გაიცნობა ამ ინფორმაციას, ყურადღებით აკონიროლებს მიღებული საკვები დანამატების შემადგენლობას და ხარისხს.
9. სამუშაო ენა: ქართული, რუსული.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბიოლოგია. ეროვნული სასწავლო გეგმა:გამოიმუშავებენ კვლა-ძიების უნარ-ჩვევის განვითარება; საპრეზენტაციო უნარ-ჩვევის განვითარება.
11. პროექტის ფასილიტატორი: 105-ე საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი ირინა ოსტროუხოვა.
12. ფასილიტატორის ელ.ფოსტა:  irinaostrouxova@gmail.ge
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:  blogger.com